რეზონანსი
16.08.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - სამძიმრის წერის, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდი ავრცელებს.

"დიდია ყველას გულისტკივილი გამორჩეული ფოტოხელოვანისა და ღირსეული პიროვნების, ბატონი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

სამშობლოსა და საქმისადმი სიყვარული გამოსჭვივის მის ყველა ფოტოში, რომელთაც მან თითქოს სული შთაბერა და ჩვენი ქვეყნის უნიკალურ მატიანედ აქცია. თითოეული კადრით მან თაობებს შემოუნახა მთელი ეპოქა - საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და ადამიანები, ეთნოგრაფიული ყოფა, ბუნება, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა.

აღსანიშნავია მისი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ფოტომატიანეს. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი ბადრის გარდაცვალების გამო. ღმერთმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა, ნუგეში და ძალა მისთვის ლოცვისა", - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×