რეზონანსი
15.08.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებზე ოპოზიციის წარმომადგენელთა რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ანანიძე აღნიშნავს, საზოგადოებამ ნახა ძლიერი წვიმის დროს მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა, ოპოზიცია კი კახა კალაძისგან ლაზარეობას ითხოვს.

„ტოკიოდან თბილისამდე, უხვი ნალექი და მასთან დაკავშირებული გამოწვევებია. ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს. ოპოზიცია კი „ლაზარეობას“ (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგან“, - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×