|

სკანდალური ჩვენება საქალაქო სასამართლოში - ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი სისტემურ დანაშაულზე ალაპარაკდა. რომეო მიქაუტაძემ საკუთარი თავი ფაქტობრივად სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადა. პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურ რეჟიმში ჩართულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლოს წინაშე რეზონანსული დეტალები გაასაჯაროვა. მსჯავრდებულმა მიქაუტაძემ აღიარა, რომ წლების განმავლობაში მაღალი პოლიტიკური და თანამდებობრივი გავლენების გამოყენებით, ბიზნესსექტორის ტერორსა და სისტემურ ფულის გამოძალვაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა.
რომეო მიქაუტაძემ, რომელიც სუს-ის ყოფილი ბოსის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, დღეს ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ხელი პირდაპირ დაადო. იქაუტაძის თქმით, ის თავად დადიოდა ბიზნესმენებთან და „სახელმწიფო ინტერესების დაცვის“ საბაბით მათ დიდი ოდენობით ფულს სთხოვდა. რაც მთავარია, როგორც მიქაუტაძე აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ მთელი ეს ქეში ფული ჩემოდნებით გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.
დამძიმდება თუ არა სკანდალური აღიარების შემდეგ რომეო მიქაუტაძის ბრალი? — თავად მსჯავრდებული პირი ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივ სქემაში ერთ-ერთი მთავარი პირი თავად იყო. ლილუაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მიქაუტაძის მხრიდან სკანდალური აღიარება ნიშნავს იმას, რომ 10-წლიან პატიმრობაში მყოფი ექს-მაღალჩინოსანი საპროცესო გარიგებას ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ ელოდება.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|