რეზონანსი
14.08.2026

ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მთავარი გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა. საგამოძიებო მოქმედებები ვარშავაში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

„გამოძიებამ აიღო ნატა ვიბლიანის ნერწყვის ნიმუში. ასევე აღიწერა იარა, რომელიც ქალს აქვს იღლიის ქვედა ნაწილში. ეს დაზიანება მიადგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემატურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ის ცხენზე გამოაბა და ათრია. ამის კვალი დაზარალებულს დღემდე ემჩნევა. 

„ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ძალიან ბევრი დეტალი და ეპიზოდი იყო დაზუსტებული. ნატა ვიბლიანმა დაწვრილებით ისაუბრა მის მიმართ, არასრულწლოვნობის ასაკში, სექსუალურ ძალადობაზე 4 პირის მხრიდან.

მან დეტალურად გაიხსენა ასევე არასრულწლოვნობის ასაკში, მისი ორსულობა და მშობიარობა, კლინიკაში გადაყვანა, აღწერა მშობიარობის შემდეგ მომხდარის დეტალები. მან ცოცხალი ბავშვი გააჩინა. ნატა ვიბლიანმა გამოძიების წინაშე დააყენა საკითხი, მოიძიონ მისი შვილის ადგილსამყოფელიც, ცოცხალია, გაშვილებულია, სად არის“ - ამბობს ნატა ვიბლიანის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან.

წყარო: რადიო თავისუფლება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×