
გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, კახა გელაშვილის შვილი იხსენებს იმ დღეს, როდესაც 17 წლის ბიჭი დაიკარგა.
"არ ყოფილა ასვლა-ჩამოსვლის პერიოდი რაიმე განსაკუთრებული. მხიარულად ავედით და მხიარულად ჩამოვედით. არანაირი კამათი არ ყოფილა არავის შორის, ამას მკაფიოდ ვიტყვი - ძალიან ბედნიერები ავედით და ბედნიერად ჩამოვედით. ბილიკი, სადაც გურიკა ბოლოს ვნახეთ, არის ძალიან ვიწრო და ფიზიკურად შეუძლებელია 10 ადამიანი ჯგუფურად ჩამოვიდეს. ჩამოვდიოდით 2-2 ან 3-3. კონკრეტულად გურიკა ვისთანაც იყო, მას გურიმ უთხრა, რომ თუ შეიძლება 2 წუთით დამტოვე და ახლავე დაგეწევიო.
ბოდიშის მოხდით, მაგრამ გოგოები ვერ დავუდგებით ბიჭებს და პირდაპირ რაღაცებზე ვერ ვუყურებთ. თინი როცა მოვიდა და გვითხრა, ვიფიქრეთ, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებების გამო დარჩა. მამამ თქვა, რომ ჩემი არ მოერიდება და ახლავე მივბრუნდებიო - ეგრევე მიუბრუნდა გურის საძებნელად. ჩვენ ჩამოვაგრძელეთ გზა და დაახლოებით 5 წუთის ინტერვალში მამა მოდის და პირდაპირ გვეკითხება - გური მოვიდა? ძალიან გაგვიკვირდა, რომ არ დაბრუნდა მასთან ერთად და თქვა, რომ ვერსად ვერ ვიპოვეო" - ამბობს გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, კახა გელაშვილის შვილი, ანა გელაშვილი.