რეზონანსი
12.08.2026

აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ სასამართლოს მიერ შეფარდებული 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო არ შეიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტეფანიშინას გირაო 11 აგვისტომდე უნდა შეეტანა. ახლა სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს.

აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ბრალად უკანონო გამდიდრება და დეკლარაციის არასწორი შევსება ედება. გამოძიების ვერსიით, მან კიევში საკუთრებაში არსებული თავისი ორი ბინა, მათ რემონტზე დახარჯული თანხა, ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია, დედის მკურნალობისა და ავიაბილეთების შეძენის ხარჯები დეკლარაციაში არ ასახა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტეფანიშინა აშშ-ში ელჩის თანამდებობიდან 3 აგვისტოს მოხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×