რეზონანსი
08.08.2026

თურქეთის ხელისუფლება შავ ზღვაში გემებზე რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების გახშირებით შეშფოთებულია, ამიტომ ზღვის საკუთარ ტერიტორიულ წყლებში უკრაინისა და რუსეთისკენ მიმავალი კომერციული გემებისთვის გადაადგილებას ზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

თურქეთის სანაპირო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის განცხადებით, მათ ნოვოროსიისკენ მიმავალ რამდენიმე გემს აცნობეს, რომ ამჟამად ტრანზიტის ნებართვებს ვერ გასცემენ. მსგავსი რეგულაცია ამოქმედდა უკრაინისკენ მიმავალ გემებზეც.

ამასთან, როგორც ცნობილია, შეზღუდვისგან თავისუფლდებიან სხვა მიმართულებებისკენ მიმავალი გემები.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოსა და თურქეთის პორტებისკენ მიმავალი გემები დარდანელის სრუტის გავლით ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×