რეზონანსი
08.08.2026

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ფორმულას“ დირექტორის, მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას მედიასთან ეხმიანება.

როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, პრობლემა ის კი არ არის, რომელი ნაციონალობის ადამიანს მიაქირავებენ ან მიყიდიან ბინას, პრობლემა თავად ეს ადამიანები არიან.

„მიშა მშვილდაძეა პრობლემა, რომელიც ანტირუსული კამპანიის სათავეებში იდგა და ახლა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის მოქალაქებისგან აქვს სარგებელი. პრობლემა არის ლაკა ხოშტარია, რომელიც ასევე პირდაპირ რუსეთისგან ფინანსდება, ასევე ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე და სხვები. ამ ამორალური ადამიანების დღის წესრიგით წლებია იქმნებოდა ოპოზიციის პოლიტიკა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×