
აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ბაქოს საერთაშორისო მარშრუტზე ბილეთების გაყიდვის პერიოდს ახანგრძლივებს, რათა მაღალი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
1news.az -ის ცნობით, ახალი მექანიზმის ფარგლებში, გაყიდვების პერიოდი არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად შეიცვლება.
ამჟამად, ბილეთების გაყიდვა მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია 44 დღით ადრე. უახლოეს დღეებში კი გაყიდვების ფანჯარა თანდათან გაფართოვდება და 90 დღემდე გაიზრდება.
„ეს ინოვაცია მგზავრებს საშუალებას მისცემს, გაცილებით ადრე დაგეგმონ მგზავრობა, უფრო მეტი კომფორტით მოემზადონ ტურებისთვის, საქმიანი ვიზიტებისთვის და ნათესავებთან ვიზიტებისთვის“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგა.