
შტატების მიერ სანქცირებულია საქართველოში დაფუძნებული კომპანია - ამის შესახებ ცნობილი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პრეს-რელიზიდან გახდა.
უწყებაში ამბობენ, რომ გამოააშკარავეს კრიპტოვალუტის ფარული ქსელები, რომლის გამოყენებითაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მილიონობით დოლარის ლეგალიზებას ახდენდა.
განცხადებაში ნახსენებია ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური (კაივანპური), რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მართავს კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომლებიც მხარს უჭერენ უკანონო ციფრული ვალუტის საქმიანობას.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, სიავაშ კაივანპური საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, SHPS Shelbit (Shelbit)-ის მეშვეობით, მართავს Shelbit Exchange -ს. ამერიკული მხარის განცხადებით, სწორედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილი კრიპტო-მისამართებიდან 1 მილიონზე მეტი დოლარის ეკვივალენტი გადაირიცხა Shelbit Exchange-ზე“, თავის მხრივ, ბირჟიდან 2 მილიონზე მეტი დოლარი გადაირიცხა უკან რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მისამართებზე.
დღეს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მიიღო ზომები ციფრული აქტივების ბირჟების წინააღმდეგ, რომლებსაც ირანის რეჟიმი იყენებს მილიარდობით დოლარის გასათეთრებლად, საერთაშორისო ფინანსურ სისტემებზე ფარული წვდომის შესანარჩუნებლად და სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან ერთად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხარდასაჭერად. ეს ქმედება მიმართულია თეირანის მიერ გამოყენებული ორი მსხვილი კრიპტობირჟისა და ფიქტიური კომპანიების საერთაშორისო ქსელის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო კრიპტოვალუტის ბრუნვასა და სანქციებისთვის თავის არიდებას.
სიავაშ ქაივანფური, რომელიც დაიბადა ირანში, ფლობს დომინიკისა და ავღანეთის დამატებით მოქალაქეობებს და ცხოვრობდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მართავს კომპანიების საერთაშორისო ქსელს, რომელიც მხარს უჭერს ციფრული ვალუტის უკანონო საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ქაივანფური, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს „შელბიტის“ მეშვეობით, მართავს „შელბიტ იქსჩეინჯს“. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილი კრიპტო-მისამართებიდან 1 მილიონზე მეტი დოლარის ეკვივალენტი გადაირიცხა „შელბიტ იქსჩეინჯზე“, თავის მხრივ, ბირჟიდან 2 მილიონზე მეტი დოლარი გადაირიცხა უკან რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მისამართებზე.
გარდა ამისა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ქაივანფურის მფლობელობაში არსებული სხვა კომპანიები, რომელმაც დაამუშავა მილიონობით დოლარის ტრანზაქციები ადრე დასანქცირებულ ირანულ კრიპტობირჟებთან.