რეზონანსი
07.08.2026

ახლა ვუსმენ ბარამიძეს "ტვ პირველზე", მაინტერესებდა რას იტყოდა, იქნებ მცირე მაინც სინდისის ქეჯნას შეეწუხებინა. არავითარი და ისეთი მამალი ტყუილი დააბრეხვა ყურებს არ ვუჯერებდი, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე, ექიმი გია ნიშნიანიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბარამიძემ პირდაპირ ეთერში იცრუა და განაცხადა, თითქოს, მან გამოიყვანა გაგრაში დატყვევებული 45 ქართველი მეომარი. ნიშნიანიძე იხსენებს, რომ ავთანდილ იოსელიანის წინადადებით, თავად ჩაერთო ტყვეების გაცვლის პროცესში და გუდაუთის აეროდრომზე მოწინააღმდეგის 23 ტყვე აფხაზეთის წარმომადგენლებთან ქართველ ტყვეებში გაიცვალა, გიორგი ბარამიძე კი იქ არავის უნახავს.

მისივე განცხადებით, 13 თვე და 13 დღე იყო აფხაზეთში, საიდანაც სვანეთის გავლით, ფეხით ჩამოვიდა და მზადყოფნას აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთანაც ითანამშრომლოს.

"ვციტირებ: ყველზე მეტი ჩვენი ტყვე 45 მეომარი მოწინააღმდეგემ აიყვანა გაგრაში ერთ-ერთ სანატორიუმში. მეორე დღესვე ჩავედი გუდაუთაში შევხვდი ანქვაბს და მოვინახულე ჩვენი ბიჭები საკონცენტრაციო ბანაკში. ვუთხარი მათ, რომ ვარ პარლამენტის წევრი და მათ აქიდან გამოვიყვანდი. ასეც მოხდა გამოვიყვანე. ესაა სრული ტყუილი და თუ თავის ქებად არ ჩამითვლით, მოვყვები როგორ მოხდა მათი განთავისუფლება. ცხონებულმა ავთო იოსელიანმა მთხოვა, რომ იქნებ ჯობდეს ამ პროცესში ჩავრთულიყავი როგორც ჩვენი მხარის წარმომადგენელი როგორც ექიმი და დავხმარებოდით ბიჭებს. რასაკვირველია დავთანხმდი და იმავე დღეს ჩავფრინდით გუდაუთაში სადაც რუსული ბაზის აეროდრომზე შევხვდით არძინბას. მოვილაპარაკეთ ამ პროცესის დეტალებზე და დავბრუნდით სოხუმში. ქუთაისის იზოლატორში გვყავდა 23 მოწინააღმდეგის ტყვე მეომარი რომლებიც ჩამოყვანილ იქნენ სოხუმში და იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში. აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა ოზგანი და ბესლან კობახია. მოიყვანეს ჩვენი ბიჭები უკლებლივ და მოხდა გაცვლა ყველა ყველაზე. რა ბარამიძე რის ბარამიძე იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს.

P.S. ერთი ლირიკული გადახვევა. გაცვლის პროცედურების დამთავრების შემდეგ ოზგანი მეუბნება თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს და თუ შეიძლება მანქანაში ჩაჯექით. ჩავჯექი და ეუბნება მძღოლს გადადი მანქანიდან. მერე მომიტრიალდა და ჩუმათ მეუბნება თქვენ ალბათ იცნობთ კარგად ბატონ ედუარდს და გთხოვთ გადასცეთ რომ მე მას უდიდეს პატივს ვცემ!!! აი ასე იყო ეს ამბავი და არა ისე როგორც ბარამიძე უტიფრად სტყუის. პროკურატურას თუ სურვილი ექნება მზად ვარ დამკითხონ თანაც 13 თვე და 13 დღე ვიყავი აფხაზეთში და სვანეთის გამოვლით ფეხით ჩამოვედი ქუთაისში," - წერს გია ნიშნიანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×