რეზონანსი
07.08.2026

18 წლის წინ რუსეთი ღიად შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. აგრესორისგან სამშობლოს დაცვისას ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ და პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აგრესია დღესაც გრძელდება - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული რჩება, ხოლო მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის პროცესი დააჩქარა.

„ამ საგანგაშო მოვლენების ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება არჩია, ხოლო მიმდინარე ანექსიის პროცესებს დანაშაულებრივი დუმილით პასუხობს. ცინიკურია, რომ 2008 წლის ომის წლისთავზე, „ოცნების“ წარმომადგენლები ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ საკუთარ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან. მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და დაგმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ანექსიის პროცესები. დღეს ეს მხარდაჭერა მით უფრო მნიშვნელოვანია „ოცნების“ კოლაბორაციონისტული პოლიტიკის ფონზე. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს“, - ნათქვამია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×