რეზონანსი
05.08.2026

მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ ჩემს კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, რაც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა და დიდი პატივიც გახლავთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელმა, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელი იქნება ის საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს.

"დროებით შევასრულებ თავმჯდომარის მოვალეობებს, რაც შეეხება აღმასრულებელ ფუნქციას, მთავარი აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელი იქნება ის საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც ამ ყრილობაზე ამირჩიეს. ერთმა ადამიანმა უნდა შეასრულოს დროებით ფუნქცია-მოვალეობები, რაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს აქვს. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 6 თვის გარდამავალი პერიოდის შემდეგ ჩატარდება, მანამდე კი მე ვიქნები დროებითი ფუნქციის მატარებელი, თუმცა აღმასრულებელ ფუნქციას შეასრულებს საბჭო, თუმცა ყველა ორგანოს ჰყავს თავმჯდომარე. არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ მომხდარა. ყველა პროცესში ვიქნებით ჩართული მეც და ჩემი მეგობრებიც, საბჭოს წევრები, თუმცა რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით კარგად გამოსდით საგარეო ურთიერთობები. მაინც და მაინც საბჭოს წევრობა არ არის აუცილებელი ამ ფუნქციისთვის, თუნდაც არის ზურაბ ჭიაბერაშვილი და თინა ბოკუჩავა, რომლებიც არსად მიდიან. ჩვენი საგარეო გუნდის ყველაზე აქტიური წევრები არიან, თუმცა საბჭოს წევრები საგარეო ასპარეზზეც აქტიურად ვიქნებით ჩართული", -განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით,პარტიის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს მომხრეების მობილიზაცია.

"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მომხრეები გაფანტული იყვნენ, მათ მობილიზაცია სჭირდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის პროცესი, სადაც უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩავრთოთ. გარდა ამისა, უნდა მოვემზადოთ და გადავიდეთ რეფორმებზე", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი, ირაკლი ფავლენიშვილი გახდა. ასევე, მმართველობითი საბჭოს შემადგენლობაში შედიან - პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ნადირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×