რეზონანსი
05.08.2026

ჟალგირისთან წაგებული 7:2 მარცხის და ევროტურნრიებიდან გამოთიშვის შემდეგ, დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა.

"თამაშის შემდეგ, ლორიას ვუთხარი, რომ დინამო თბილისის პირველი მეკარე აღარ იქნებოდა, ჩემს გეგმებში აღარ შედიოდა და რას გადაწყვეტს ხელმძღვანელობასთან, არ ვიცი. ის გუნდიდან არ წასულა, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი მეკარე აღარ იყოს. ის დინამო თბილისის და საქართველოს ნაკრების ლეგენდაა და იმდენი გააკეთა, რომ ბევრს საერთოდ არ გაუეკეთებია, თუმცა აქცენტს მომავალზე ვაკეთებთ და 40 წლის მეკარეს სამომავლო პერსპექტივაში ვერ განვიხილავთ. ჯობია, ეს ყველაფერი მისთვის პირდაპირ მეთქვა, ვიდრე ეშმაკურად მოვქცეულოყავი." - თქვა ქეცბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×