|

ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
ის რუსოფობებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ამ საკითხზე ოპოზიციის სპეკულაციებს გამოეხმაურა. ლევან მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია 2008 წელსაც და მის მერეც ასრულებდა გარე დავალებებს.
„ეს არის აგენტის ხვედრი. იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის ასეთი გაშავება გარე ძალების მხრიდან და შესაბამისად აგენტურას საქართველოში დაავალეს ის მესიჯბოქსი, რა მესიჯბოქსითაც ისინი მოქმედებდნენ. კარგად გახსოვთ, რომ მათ ხმა მისცეს ომიდან სულ მალე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებას. მათ აღუდგინეს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებს. გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. დავალების მიხედვით მათ ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და დანაშაულების ჩადენა. ყველას შევახსენებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოსა და ჰააგის სასამართლოებში პროცესები. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|