რეზონანსი
04.08.2026

საბერძნეთი მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ათენის ჩრდილო-დასავლეთით, ატიკის რეგიონში, სადაც სტიქიასთან ბრძოლას ბოლო დღეებში რამდენიმე მეხანძრე ემსხვერპლა.

დაზარალებული რაიონებიდან ათასი ადამიანია ევაკუირებული. კერების ჩაქრობას 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ავიაცია.

ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის კერების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება კუნძულებზეც - მათ შორის პელოპონესზე, პაროსსა და ლესბოსზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×