რეზონანსი
03.08.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნას გეგმავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ, მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობა იგორ კლიმენკოს შესთავაზა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

უმეროვი ადრე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რანგში ის აქტიურად მონაწილეობს რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში.

2 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ოლეგ ივაშჩენკო გაათავისუფლა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსად დანიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×