რეზონანსი
02.08.2026

ვაგრძელებთ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების" გამოყენებას რუსული ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც საომარ ძალისხმევას ემსახურებიან და აგრესიას აფინანსებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, წუხელ რუსეთის ქალაქ სარატოვში, ფრონტის ხაზიდან 600 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ორ სტრატეგიული ობიექტს დაარტყეს: სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ენგელსის სამხედრო საჰაერო ბაზას.

„კალუგის რეგიონში დარტყმა განხორციელდა ლუდინოვსკაიას ნავთობბაზის სატანკო პარკზე. ბრიანსკის რეგიონში ჩვენმა მეომრებმა ასევე განახორციელეს ზუსტი დარტყმა იმ ადგილას, რომელიც გამოიყენება დრონების შესანახად, მოსამზადებლად და გასაშვებად", - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა „ომს იქ აბრუნებს, საიდანაც დაიწყო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×