რეზონანსი
02.08.2026

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

საუდის არაბეთის პრესის სააგენტოს ცნობით, მემკვიდრე პრინცმა „ხაზი გაუსვა დიალოგის პრიორიტეტულობის აუცილებლობას ესკალაციის შესამცირებლად და ყველა შესაძლო ძალისხმევის გაწევის მნიშვნელობას სიმშვიდის მისაღწევად, რომელიც გზას გაუხსნის დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს".

მანამდე, წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ მემკვიდრე პრინცმა სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა ირანზე თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×