რეზონანსი
02.08.2026

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით საჰაერო განგაში გამოაცხადა სასაზღვრო ტულჩის ოლქში, რომელიც უკრაინის ოდესის ოლქს ესაზღვრება, უკრაინის მიმართულებიდან საჰაერო სამიზნის დაფიქსირების გამო.

მედიის ინფორმაციით, კვირას დილით რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს რადარებმა უკრაინასთან მდინარეზე გამავალ სახელმწიფო საზღვართან საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს, რის შემდეგაც ტულჩის ოლქისთვის RO-Alert-ის საგანგებო გაფრთხილება გავრცელდა.

მოგვიანებით, საჰაერო სამიზნე რადარებიდან გაქრა. ის რუმინეთის საჰაერო სივრცეში არ შესულა და საჰაერო განგაში გაუქმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×