რეზონანსი
01.08.2026

ნანუკა ჟორჟოლიანმა ახალი კამპანია დაიწყო. „მე მიყვარს საქართველო“ - ამ სლოგანის გარშემო ქართველი ტელეწამყვანი ამ წუთებში პირველ შეხვედრას მართავს.

საგანგებოდ არის შერჩეული აუდიტორიაც.  ჟორჟოლიანი ქალებს უზიარებს საკუთარ ხედვებს, როგორ წარმოუდგენია პოლიტიკური პროცესების  განვითარებაა და როგორ შეიძლება ხალხის მიერ დაწყებული ბრძოლა ხალხის გამარჯვებით დასრულდეს.

შეხვედრაზე იმყოფებიან ქალი პოლიტიკოსები, აქციაზე დაკავებულები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ცნობილია, რომ ქალებთან შეხვედრის შემდეგ, ნანუკა ჟირჟოლიანი გუნდთან ერთად, ანაკლიაში ჩავა და მოსახლეობას შეხვდება. 

„მოვივლი ყველა სოფელს“, - ამბობს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×