რეზონანსი
01.08.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოება იხილავს გარკვეულ ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების განახლების თვალსაზრისით.

„მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენ ნახავთ გარკვეულ ძალისხმევას, რათა შევაფასოთ, შევძლებთ თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებას და ამ ომის დასრულებას. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ორივე მხარეს აქვს საკმაოდ მკაფიო და მკაცრი წითელი ხაზები, და სანამ ამ წითელ ხაზებს ერთმანეთთან გარკვეულწილად არ დავაახლოებთ, შეთანხმების მიღწევის ეტაპზე ჯერ არ ვიქნებით“, - განაცხადა რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

როგორც აშშ-ის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაციას მითითება მისცა, თუ ისინი დაინახავენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის საშუალება გაჩნდება, იმოქმედონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×