
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, მოწოდებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტებმა „ქოცებს“ ხინკალი არ უნდა აჭამონ, სანამ მისი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.
ხუბუას თქმით, ელენე ხოშტარიასთვის „სამართლიანი“ და „დემოკრატიული“ ის არჩევნები აღმოჩნდება, რომელშიც საზოგადოებისთვის მიუღებელი და საძულველი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნარჩენები გაიმარჯვებენ.
ხუბუა ხოშტარიას განცხადებას დისკრიმინაციად აფასებს და ირონიულად აღნიშნავს, რომ ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სპეციალური ნიშნით „დადამღვაც“ გახდეს.
„რუსული სპეცსამსახურების კადრების სამჭედლოს - მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (მგიმოს) კურსდამთავრებული ელენე (ლაკა) ხოშტარია კვების ობიექტებს მოუწოდებს, ქოცებს ხინკალი არ აჭამოთ, სანამ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებენო. ,,დემოკრატიულ" და ,,სამართლიან" არჩევნებში ხოშტარია, ცხადია, ისეთ არჩევნებს გულისხმობს, რომელშიც გამარჯვებულად ქართველი ხალხის გადამწყვეტი უმრავლესობისათვის კატეგორიულად მიუღებელი და საძულველი ნაცრეჟიმის ნარჩენები გამოცხადდებიან. თუმცა, ასეთი რამ საქართველოში ვეღარასოდეს მოხდება და გამოდის, რომ ქოცმა ხინკალი ვეღარასოდეს უნდა ჭამოს. ერთ ქართულ სიმღერაში ასეა: ,,ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალი..." ლაკა და სანაცეთი კი ასე მღერიან ,,ცივი მშვიდობის დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალი..." და კიდევ: მალე ლაკა რუბლოვნა გამოვა ინიციატივით, რომ ყველა ქოცი შუბლზე სპეციალური ნიშნით იქნას დადამღული, რათა სახინკლეებსა და რესტორნებში მათი იდენტიფიკაცია მარტივად მოხდეს და გარანტირებული იყოს ქოცის მშივრად დატოვება. ჰაილ ჰიტლერ! ზიგ ჰაილ!“ - წერს ჯაბა ხუბუა.