რეზონანსი
01.08.2026

„თბილსერვის ჯგუფმა“ წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი დასუფთავების აქცია გამართა.

დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან და ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროცესში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

კამპანიის ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკი დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად დასუფთავდა.

წამოწყების მთავარი ამოცანა რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლება და მოქალაქეთა ჩართულობით დედაქალაქის ეკოლოგიურ გაჯანსაღებაზე ზრუნვაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×