
ნუცა ბუზალაძემ მცირე ხნის წინ გამოუშვა ახალი სიმღერა, რომლის ტექსტიც საკმაოდ სევდიანია და დამთავრებულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ამ კომპოზიციამ გუშინდელი დღის შემდეგ, როცა ნუცას ამერიკელმა საქმრომ და აგენტმა, დარენ პრინცმა გაამხილა, რომ წყვილი ერთად აღარ არის, ახალი მნიშვნელობა შეიძინა ნუცას შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის.
დარენ პრინცმა ნუცასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა, თუმცა ყოფილ საცოლეს დიდი წარმატებები უსურვა მის კარიერულ საქმიანობაში.
„ჩვენი პერსონალური გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. ჩემთვის სულ ინსპირაცია იქნები და თუმცა არაფერი გამოვიდა, იცი, რომ ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, როგორც შენი უდიდესი მხარდამჭერი“, - აღნიშნავს დარენ პრინცი ნუცასადმი მიმართვაში.
ახალი სიმღერის ტექსტი კი, რომელიც ნუცამ ახლახან გაუზიარა თაყვანისმცემლებს, ასეთია:
„როგორ დავასრულეთ ასე, როდესაც ძალიან გულწრფელად დავიწყეთ/რატომ უჩინარდება სიყვარულით სავსე გულები?/ მე კვლავ ვფიქრობ, რა იყო მაშინ/ვცდილობ, არ ვიგრძნო სინანული/და მე ისევ მიყვარხარ/და მე ვიცი, რომ ასეთი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში“, - მღერის ნუცა ახალ კომპოზიციაში.
fortuna.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე