რეზონანსი
29.07.2026

საფრანგეთი ქვეყნიდან რუს პროპაგანდისტს, ქსენია ფედოროვას აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო და ფრანგული მედია ავრცელებენ.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ქსენია ფედოროვას, რომელიც რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT-ის ფანრგული სამსახურის დირექტორი იყო, პარიზის პრეფექტურის პოლიციამ ქვეყნიდან გაძევების ორდერი გადასცა.

“თავისი ნარატივების გავრცელებით, [ქსენია ფედოროვა] მოქმედებს, როგორც რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციული კამპანიების გამტარი,” - აღინიშნება დოკუმენტსი, რომელსაც ფრანგული მედია გაეცნო.

მედიის თანახმად, დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ფედოროვას მიზანი საფრანგეთში “საჯარო წესრიგის დესტაბილიზაციაა”, ის ასევე, ადანაშაულებს რუს პროპაგანდისტს “დეზინფორმაციისა და დესტაბილიზაციის გავრცელებაში წვლილის შეტანაში” საჯარო აზრის მანიპულაციის მიზნით.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოცემა Politico-სტან დაადასტურა, რომ ფედოროვა ქვეყნიდან გაძევების ორდერს სამშაბათს, 28 ივლისს, მოეწერა ხელი.

ცნობისთვის, RT-ის ფრანგული სამსახური, რომლის დირექტორიც იყო ფედოროვა, 2023 წელს დაიხურა ევროკავშირის სანქციების გამო. ამის შემდეგ ფედოროვა ულტრამემარჯვენე CNews ტელეარხზე, Europe 1 რადიოსადგურზე და Le Journal du Dimanche გაზეთში მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×