რეზონანსი
29.07.2026

მუშაობა მიმდინარეობდა განსაკუთრებით გაეროში, განსაკუთრებით გააქტიურდა ეს მცირე ოკეანეთის ქვეყნების ვიზიტები საქართველოში, მთელი დელეგაციები ჩამოვიდა რამდენჯერმე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მიუხედავად სიმცირისა, ნაურუსაც ერთი ხმა აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მასაც აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები.

„საინტერესო იყო ყველა დისკუსია და უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად სიმცირისა, ნაურუსაც ერთი ხმა აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მასაც აქვს გარკვეული ეროვნული ინტერესები, რომელიც ნამდვილად არ ითვალისწინებს კვაზი წარმონაქმნთან პოლიტიკურ ურთიერთობას. სახელმწიფოსთან ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 21 ივლისით თარიღდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×