რეზონანსი
29.07.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის 28 ივლისის ბრძანებით, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დაინიშნა, რომელიც დროებით მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

მიხეილ კიკნაძე პროფესიით ეკონომისტია და მას საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2025 წლიდან მიხეილ კიკნაძე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს. კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე მიხეილ კიკნაძეს სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×