რეზონანსი
28.07.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს „გულახდილი" სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის" თავიდან აცილების აუცილებლობას.

კასპიის ზღვაში ირანულ გემზე უკრაინის მიერ განხორციელებული ბოლო თავდასხმის შემდეგ, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა კიევის მისამართით მუქარა გააძლიერეს.

სატელეფონო საუბრისას სიბიგამ აღნიშნა, რომ არაღჩის კიდევ ერთხელ დაუდასტურა: „უკრაინის ყველა ქმედება მიმართულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის რუსული აგრესიისგან დასაცავად და არასდროს ისახავდა მიზნად სამოქალაქო გემებსა თუ ადამიანებზე თავდასხმას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×