რეზონანსი
28.07.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, გერმანიის ინიციატივას აფასებს, რაც ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპისა და ვეტოს უფლების გაუქმებას გულისხმობს.

როგორც ის აღნიშნავს, ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ვნახეთ, თუმცა, ახლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თანასწორობის პრინციპს აუქმებენ, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს.

„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ვნახეთ, ახლა ევროკავშირის მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ. თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს,” - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×