რეზონანსი
28.07.2026

თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში, უზუმლუს დასახლებასთან მდებარე ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეტყობინების მიღების შემდეგ შემთხვევის ადგილზე ანტალიის სატყეო რეგიონული სამმართველოსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები გაემგზავრნენ.

ხანძრის ჩაქრობაში ჩაერთო 6 ვერტმფრენი, 3 თვითმფრინავი, 14 სახანძრო მანქანა, 5 წყლის მიმწოდებელი ავტომობილი, 2 სწრაფი რეაგირების მანქანა და სატყეო სამსახურის 135 თანამშრომელი.

როგორც თურქული მედია იუწყება, ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ხანძრის ლოკალიზების მიზნით სამაშველო ჯგუფები სამუშაოებს როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საშუალებებით აგრძელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×