რეზონანსი
27.07.2026

 რუ­მი­ნეთ­მა მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­ნე­ბის შეჭ­რის შემ­დეგ რუ­სე­თი­დან ელჩი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის უკან გა­იწ­ვია და რუსი დიპ­ლო­მა­ტი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­მი­ნე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

რუ­მი­ნე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ბოლო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი დრო­ნე­ბი რუ­სეთს ეკუთ­ვნის.

რუ­მი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში რუ­სე­თის ელჩი და­ი­ბა­რეს, რო­მელ­საც საპ­რო­ტეს­ტო ნოტა გა­დას­ცეს რუ­სუ­ლი დრო­ნე­ბის მიერ ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის გამო და დრო­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი აჩ­ვე­ნეს.

„შეხ­ვედ­რა­ზე რუ­მი­ნულ­მა მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ რუ­მი­ნე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გან­მე­ო­რე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი, რაც ასე­ვე ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს წარ­მო­ად­გენს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. რუ­სეთს ყვე­ლა ამ სე­რი­ო­ზულ ინ­ცი­დენტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა", - აცხა­დებს რუ­მი­ნე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა.

ასე­ვე, რუ­სე­თის ელჩს აც­ნო­ბეს, რომ რუ­მი­ნეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა ქვე­ყა­ნა ხუთი დღის ვა­და­ში უნდა და­ტო­ვოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×