რეზონანსი
27.07.2026

პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს - ბურჭულაძე, როგორც პროტესტის ორგანიზატორი, დაკავებულებს თხოვნით მიმართავს, გამოიყენონ შანსი და დათანხმდნენ საპროცესო შეთანხმებას.

"ქართულ ოცნებაში "ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის საქმეზე მსჯავრდებულებს დანაშაულის აღიარება და ციხის ვადაზე ადრე დატოვება სურთ.

"4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დაუჯერეს პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს. ახლა შეუძლიათ, რომ კვლავ დაუჯერონ, აღიარონ საკუთარი დანაშაული, მოინანიონ და როგორც გაცხადებული პოზიცია არის საქართველოს გენერალური პროკურატურისგან, ისინი შესაბამისად მიიღებენ საპროცესო შეთანხმებას.

ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის მსჯავრდებული უმძიმეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულში და ახლა მისი განცხადებები არის საკუთარი თავის გადასარჩენად, თავისივე წაქეზებული ადამიანების გადასარჩენად, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. მთავარი არის, რომ 4 ოქტომბერს იყო მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველომ თავიდან აიცილა მორიგი რევოლუცია და გარე პატრონების მიერ ორგანიზებული გარე მმართველობის დამყარების მცდელობა", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×