რეზონანსი
26.07.2026

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა.

ის გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში იყო მოთავსებული.

ექიმის თქმით, ქალი საავადმყოფოში მიყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში იყო და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ალაზნის ხიდთან დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×