რეზონანსი
26.07.2026

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

დაშავებულთაგან ერთის, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ოთხივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, დაშავებულებს უტარდებათ ყველა შესაბამისი მკურნალობა და მედიკოსები ახალგაზრდა ქალის მდგომარეობის დასტაბილურებას ცდილობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×