რეზონანსი
26.07.2026

ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის პუტინისადმი მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს რეალისტური, დროული და გონივრული მოწოდებაა.

ანდრეი სიბიგამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა გამოვიდა შეთავაზებით, ომი ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ შეჩერებულიყო და მხარეები დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასულიყვნენ, თუმცა კრემლი მშვიდობისკენ მიმავალ ამ მკაფიო გზას კვლავ უარყოფს.

„პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ყაზახეთის პრეზიდენტის წინადადებაც. დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო, ვიდრე იგი მშვიდობის შესახებ რეალისტურ წინადადებებს დათანხმდება", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომსკში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „გაყინვის" დროა.

„შესაძლოა, უკვე დროა ეს კონფლიქტი გაიყინოს და დაუბრუნდეს სტამბოლი 2.0-ის ფორმულას, რადგან იქ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული. ბუნებრივია, დიდი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის გარანტიებით და დიდი ხნის ნანატრი მშვიდობისკენ სვლით", - განუცხადა ტოკაევმა პუტინს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×