რეზონანსი
24.07.2026

პოლიტოლოგი, ირაკლი გოგავა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

გოგავა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური თავდასხმა.

„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არის საწარმო, რომელსაც საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 35 წლის დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველომ პირველად მოახერხა და მსგავსი საწარმო გახსნა. საქართველოს იმპორტის სტრუქტურაში ნავთობპროდუქტები არის ყველაზე დიდი ხარჯი. ამიტომ ამ დარგში ადგილობრივი წარმოების შექმნა ეს არის მართლა სასიცოცხლო ინტერესი საქართველოსა და ქართული ეკონომიკის. როდესაც ასეთ საწარმოზე ხდება თავდასხმა, ეს უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური თავდასხმა საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებზე“, - აღნიშნა გოგავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×