რეზონანსი
24.07.2026

დი­უ­შე­ნის წამ­ლე­ბის შე­მო­ტა­ნის ვადა უკვე კრი­ტი­კულ ზღვარს უახ­ლოვ­დე­ბა - თუ რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­დე­გი არ გვქონ­და, ისევ ხალ­ხს უნდა მოგ­მარ­თოთ და­სახ­მა­რებ­ლად,- ამის შე­სა­ხებ დი­უ­შე­ნის კუნ­თო­ვა­ნი დის­ტრო­ფი­ის მქო­ნე ბავ­შვის მამა, კახა წი­ქა­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ზე არ სა­უბ­რო­ბენ, რად­გან მას ხელი არ შე­ე­შა­ლოს.

„დი­უ­შე­ნის წამ­ლე­ბის შე­მო­ტა­ნის ვადა უკვე კრი­ტი­კულ ზღვარს უახ­ლოვ­დე­ბა

ამა­სო­ბა­ში კი­დევ ერთი ბავ­შვი დავ­კარ­გეთ...

მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცესს ჩვენ არ ვახ­მა­უ­რებთ იმის გამო რომ ხელი არ შე­ე­შა­ლოს, მაგ­რამ თუ რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­დე­გი არ გვქონ­და ისევ ხალ­ხს უნდა მოგ­მარ­თოთ და­სახ­მა­რებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და კახა წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, დი­უ­შე­ნის კუნ­თო­ვა­ნი დის­ტრო­ფი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 17 წლის საბა მა­კა­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცია „ერ­თად ვებ­რძო­ლოთ დი­უ­შე­ნის კუნ­თო­ვან დის­ტრო­ფი­ას“ აღ­ნიშ­ნავს, პა­ცი­ენ­ტი ორ­თო­პე­დი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ, ნარ­კო­ზულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×