რეზონანსი
24.07.2026

24 ივ­ლი­სის ღა­მეს, და­ახ­ლო­ე­ბით 00:10 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა ავა­რი­უ­ლად შე­წყდა, რა­მაც და­ნარ­ჩენ ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნიც სრულ სიბ­ნე­ლე­ში და­ტო­ვა.

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ეს მას­შტა­ბუ­რი ელექტროკ­რი­ზი­სი ენ­გუ­რის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­ზე მომ­ხდარ „სის­ტე­მურ ავა­რი­ას“ უკავ­შირ­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შუქი ერ­თდრო­უ­ლად გა­ი­თი­შა სო­ხუმ­ში, გაგ­რა­ში, ბიჭ­ვინ­თა­სა და ტყვარ­ჩელ­ში, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის სრუ­ლად აღ­დგე­ნა კი მხო­ლოდ ღა­მის 04:00 სა­ა­თის­თვის გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მა­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ ავა­რი­ის ზუს­ტი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

უწყე­ბამ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს მო­უ­წო­და, თავი შე­ი­კა­ვონ და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბე­ბი­სა თუ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან და და­ეყ­რდნონ მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებს. მათი გან­ცხა­დე­ბით, და­ზუს­ტე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ე­წო­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×