
ევროკომისიამ Google-ი მსხვილი ტექნოლოგიური რეგულაციების ფარგლებში 890 მილიონი ევროთი დააჯარიმა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზს ძებნის შედეგებში "Google"- ის მიერ საკუთარი სერვისებისთვის უპირატესობის მინიჭება და აპლიკაციების დეველოპერებისთვის შეზღუდვების დაწესება წარმოადგენს.
ევროკომისიამ Google-ის მიმართ ჯარიმის დაკისრების შესახებ 23 ივლისს განაცხადა. უწყება კომპანიას უსამართლო კონკურენციასა და აპლიკაციების შემქმნელების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. თავად ეს განცხადება კი ზუსტად იმ დროს გაკეთდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებას ახმოვანებს.
ჯარიმა იმ გამოძიების ფინალური ეტაპია, რომელიც კომისიამ 2024 წლის მარტში ციფრული ბაზრების აქტის (DMA) საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული კანონი, იმ მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, რომლებიც ციფრულ ბაზარზე დომინირებენ მკაცრ წესებსა და შეზღუდვებს აწესებს.
თუმცა, ფინანსურ სანქციებზე უფრო მნიშვნელოვანი ის მოთხოვნებია, რაც კომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტს წაუყენა: კერძო ევროკომისია Google-ისგან დარღვევების აღმოფხვრას, მესამე მხარისთვის სერვისების მიმართ თანაბარი მიდგომის უზრუნველყოფას და დეველოპერებისთვის მომხმარებლებთან თავისუფალი კომუნიკაციის უფლების მიცემას ითხოვს.
Google-მა ევროკომისიის გადაწყვეტილება 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პერიოდული ჯარიმები დაეკისრება, რაც კომპანიის გლობალური წლიური ბრუნვის 5%-მდე შეიძლება გაიზარდოს.
თავის მხრივ, Google ამტკიცებს, რომ მისი სერვისები მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციის მიზნითაა შექმნილი, ხოლო საძიებო შედეგებისა თუ აპლიკაციების მაღაზიის პოლიტიკის შეცვლა ევროპულ ციფრულ ეკოსისტემას დააზიანებს.
კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუზუსტებიათ, აპირებენ თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებას.