რეზონანსი
23.07.2026

 სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე ვე­რა­ზე მომ­ხდარ სა­ზა­რელ თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა.

თბი­ლი­სის ცენ­ტრში გუ­შინ 17 წლის ბიჭი მოკ­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა ახალ­გაზ­რდებს, რის შე­დე­გა­დაც ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა."ვუ­ყუ­რებ ამ ფო­ტოს და სის­ხლი მიშ­რე­ბა. სა­ში­ნელ ჭრი­ლო­ბას რო­მელ­საც წლე­ბია ვებ­რძვი ახა­ლი სიღ­რმე და­ე­მა­ტა. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს თით­ქოს ამ ლა­მა­ზი ბი­ჭის სა­ხით ნი­კუ­შა თა­ვი­დან მო­მიკ­ლეს და ისევ ვე­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლე. არა­ვის ვუ­სურ­ვებ შვილმკვდა­რი დე­დის ყუ­რე­ბას თუ რო­გორ ეძებს მისი თვა­ლე­ბი შვე­ლას გა­მუდ­მე­ბით, რო­გორ უნდა რომ ეს სიზ­მა­რი იყოს, რო­გორ არ ეგუ­ე­ბა რე­ა­ლო­ბას და ყო­ველ ჯერ­ზე როცა შვილს და­ხე­დავს და რა­მეს ეტყვის რო­გორ ჰგო­ნია რომ ის ახლა პა­სუხს გას­ცემს.

ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მწა­რე და უსა­მარ­თლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი," - წერს მევ­ლუდ მე­ლა­ძე.

მკვლე­ლო­ბა­სა და დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა კა­პა­ნა­ძეა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. კა­პა­ნა­ძემ და­კა­ვე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია - ის ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი ხელ­ზე მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×