რეზონანსი
23.07.2026

სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და კიდევ 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ მის შვილს მასზე ძალადობის მცდელობისთვის შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

დოდო ოდიშარიამ "პირველებთან" საუბარი თავად ისურვა. ქალი ყვება, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები წლებია აქვს - ამის გამო კლინიკაშიც კი იწვა.

როგორც მშობელი ამბობს, ამის შესახებ წლების წინ მის სახლში მისულ პოლიციასაც უთხრა და იარაღების ჩამორთმევაც თავად სთხოვა. 

"წაიღეს ეს იარაღები, მაგრამ მერე ისევ დაუბრუნეს" - ეუბნება ქალი "ტვ. პირველეს" 

დედის თქმით, ნიკა კაპანაძეს მის სახელზე რეგისტრირებული სამი იარაღი ჰქონდა. 

იარაღი გაფორმებული ჰქონდა. სანამ ფსიქიატრიული პრობლემები ექნებოდა, მანამდე ჰქონდა გაფორმებული. ეს მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა ჩემს მიმართაც დაიწყო ... რა გამოვიდა, ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციიას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღებითქო. წაიღეს და უკან დააბრუნეს. 4 წელია იმის მერე. ისე სამი იარაღი აქვს, რომელიც გაფორმებული აქვს ძველი, ხმარებაში ახლა ერთი ჰქონდა. იწვა კლინიკაში თემქაზე, წამალში გერმანიიდან ჩამოჰქოდნათ, 800 ევროს ვიხდიდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კაცს მოკლავდა", - ამბობს დედა.   

შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×