
მოკლედ, ამათ არც ერთს არ უნდა გაუტარო ამ მორალური პედესტალიდან ლაპარაკი, თან რაზე იმოძღვრებიან, წარმოგიდგენიათ? რომ დანაშაული მოხდა, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა? ამაზე? - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, რომელიც ეხმიანება მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ჯოჯოხეთად აქცია.
გეგეჭკორი მიმართავს მღებრიშვილს, თუ ამოიღო ხმა, როდესაც სახელმწიფო კლავდა და აუბედურებდა ადამიანებს, ასევე, ახსენებს მომღერალს, რომ მის "სასტავთან" ერთად, განუზომლად მდიდრდებოდა მიხეილ სააკაშვილისთვის სიამოვნების მინიჭების ხარჯზე.
"კაცმაცურო ცაცურო, ერთი გაგვახსენე რა შენი ამოღებული ხმა, როდესაც სახელმწიფო კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, ძალადობდა, აუბედურებდა, სისხლს უშრობდა ადამიანებს. უი, გამახსენდა, იღებდი ხმას კი, ფართოდ აღებდი პირს, რომ მიშასთვის სიამოვნება მიგენიჭებინა, იმდენად ღრმად ცდილობდი, რომ იმ დროს თუ რამე სახელმწიფო კონცერტი, თუ ივენთი ტარდებოდა, ყველაფერი ამოდებული გქონდათ თქვენ სასტავს და მდიდრდებოდით განუზომლად. ეს მიშას მლოღვნელი ვითომ კაცები, წარმოგიდგენიათ რა დღეში არიან?" - წერს გეგეჭკორი Facebook-ზე.