რეზონანსი
23.07.2026

სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან თუ ის ქართველი  კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაურად, ქართულად, ტრადიციულად, ვაჟკაცურად ყბაში მოსდეს დააკავეს, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით,  ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა თუ გაუვიდათ და ეპატიათ  აღნიშნულ  პირებს, პროცესი შეუქცევადი გახდება მას მოჰყვება სხვა დიდი მწერლების შეურაცხყოფაც.

“მე დღეს ერთხელ  უკვე დავწერე იმ სამარცხვინო საქციელზე, რაც დუმბაძის შვილიშვილმა ჩაიდინა საკუთარი ბაბუის ხსოვნის და საერთოდ ქართულობის მიმართ.

 მეორე სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან თუ ის ქართველი  კაცები  დააკავეს, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაურად, ქართულად, ტრადიციულად, ვაჟკაცურად ყბაში მოსდეს.

ამ ავაზაკთა შორის დახვეწილ და ფულზე ყველაფრის მკადრებელ სუბიექტებს თუ გაუვიდათ რიგში დაყენებენ: რუსთაველს, გურამიშვილს. ვაჟას, ილიას, აკაკის, გალაკტიონს, კონსტანტინეს...

არამც და არამც” - წერს გვენეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×