რეზონანსი
23.07.2026

"ფრიდომ ჰაუსი"   ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის გამოტანილი ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის განაჩენით შეშფოთებულია.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკის შემცველი ფეისბუკ-პოსტის გამო სანაიას დაპატიმრებას აფასებს.

"ჩვენ აღშფოთებულნი ვართ დღეს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის შეფარდებული ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამო. სანაიას დაპატიმრება ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც საქართველოს მმართელ პარტიას აკრიტიკებდა, მისი გამოხატყვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა და მთავრობის მიერ კრიტიკოსების გაჩუმების შემაშფოთებელი მცდელობის სერიის უკანასკნელი მაგალითია. მოვითხოვთ სანაიას დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას,"- წერს ორგანიზაცია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×