რეზონანსი
23.07.2026

როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.

კირცხალიას თქმით, პეტერ ფიშერი ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა.

"როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ. საიტზე ბერკეტს იყენებ. გავიგე, რომ აგენტი ხარ. აგენტი კი არა, პირდაპირ „ნაცაქტივისტი“, რომელიც აქ აქციებზე დადიოდა. ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა. ყველაფერი გააკეთა ამ კაცმა. არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა. პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებდა შეურაცხყოფას. ყოველთვის ვამბობდით, ვამბობთ და ვიტყვით, რომ პიროვნებებზე არ გადავდიოდით, მაგრამ ამ ადამიანს პირადში ჰქონდა გადასული, „ნაცზე“ „ნაცი“.

რა თქმა უნდა, დავალებასთან ერთად მისი პირადი განწყობებიც ამ ყველაფერს ემთხვეოდა. რა დონის პატარა კაცი უნდა იყო, რომ საიტზე სახელ-გვარის არშეცვლა, რაღაც ინფორმაციის არმიწოდება. ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს ელჩი გერმანიაში, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. ცერემონია ხვალ გაიმართება. შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას დიპლომატი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×