
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს" „საკმაოდ მალე" დაარტყამს.
აღნიშნული გამაგრებული მიწისქვეშა კომპლექსი ცენტრალურ ირანში, ნათანზის ბირთვული კომპლექსის სიახლოვეს მდებარეობს. იგი გამაგრებულ მიწისქვეშა ტერიტორიას წარმოადგენს.
კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ ირანმა ამ ადგილას ბირთვული ცენტრიფუგები გადაიტანა, ტრამპმა უპასუხა, რომ მსგავსი ოფიციალური მონაცემი მათ ხელთ არ აქვთ.
„ეს არაფერს ნიშნავს, სანამ მათ ხელთ შესაბამისი მასალა არ აქვთ. ჩვენ ვადევნებთ თვალს მასალის ადგილსამყოფელს, მთავარი მოქმედებაც სწორედ იქ ვითარდება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ძალიან სავარაუდოა, რომ ამ ზონას ძალიან მალე დავარტყამთ. და ამის წინააღმდეგ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. იცით, ნორმალურ პირობებში ამას არ ვიტყოდი, რომ მეგონოს, რამის გაკეთება შეუძლიათ, ამას არასდროს ვიტყოდი. თუმცა, ამ ტერიტორიას ძალიან მალე და ძალიან ძლიერად დავარტყამთ", - დასძინა ტრამპმა.