
რუსეთიდან საწვავის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ბელარუსიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა, უფრო კონკრეტულად, 2026 წლის პირველ ნახევარში ბელარუსიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების შემოტანა წლიურად 3 469%-ით გაიზარდა.
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჯამში 812 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 904 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შეიძინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის ღირებულება 34.6%-ით გაიზარდა, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებელი -11.8%-ით.
საიმპორტო ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ბელარუსიდან დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ ბელარუსიდან 51 მილიონი დოლარის ღირებულების 52 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოიტანა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 469%-ით მეტია.
ბელარუსიდან საწვავის იმპორტის ზრდა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც რუსეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ რეგიონში საწვავის მიწოდების ალტერნატიული წყაროების მოძიების საჭიროება გაზარდა.