რეზონანსი
21.07.2026

საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%.

„საერთაშორისო რეიტინგებში ხშირად ვხედავთ, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მომავალ წლებში იქნება მოწინავე ადგილზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%. ახლაც, პირველ ხუთ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, ასევე იმ ინვესტიციებით, რომელიც იდება ინფრასტრუქტურაში, ასევე ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს საკმაოდ ზრდა და აღნიშნული განპირობებულია იმ სტაბილური გარემოთი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში.

შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×