რეზონანსი
21.07.2026

კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მეხუთე დღეა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქციები იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინელები ზედიზედ მეხუთე დღეა, ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენებას აპროტესტებენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომას ითხოვენ.

გავრცელებული ცნობით, პროტესტი უკრაინის დედაქალაქს გასცდა და მიკოლაევი, ხარკოვი, ივანო-ფრანკოვსკი, ლვოვი, ოდესა, ჩერკასი, ლუცკი, პოლტავა და სხვა ქალაქებიც მოიცვა.

შეგახსენებთ, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში 15 ივლისს დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით მან მედიასთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×